როგორ ჩავერთოთ პროექტში?
საქართველოს ცხრა რეგიონსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოღვაწე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს (CSO) პროექტში ჩართვის რამდენიმე შესაძლებლობა ეძლევათ.
პირველი ფაზა მოიცავს რეგიონული CSO-ების ანალიზს, მათი შესაძლებლობების შეფასებისთვის, რომელიც CSO-ების ინდენტიფიცირების გზით 2017 წლის ზაფხულში უკვე განხორციელდა.
გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა ანგარიშში „საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ინფორმირება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების იმპლემენტაციაზე და ამ პროცესში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა“ (ხელმისაწვდომია აქ). მასში წარმოდგენილ მიგნებებზე დაყრდნობით კი მომზადდა მასალები აქტივობების მეორე ფაზისათვის CSO-ებისთვის ტრენინგების ჩასატარებლად. ტრენინგების მიზანია: 1) CSO-ებს ჰქონდეს საშუალება უფრო აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის მასშტაბით DCFTA-ის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების წარმოებაში; ბ) მხარი დაუჭირონ მცირე და საშულო ზომის საწარმოებს (SME) მისწრაფებაში ევროკავშირის ერთიან ბაზარზე მოიპოვონ წვდომა. ტრენინგები ჩატარდება საქართველო ცხრა რეგიონსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. ტრენინგებით გათვალისწინებული აქტივობების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.
ტრენინგების დასრულების შემდეგ CSO-ები ჩაერთვებიან DCFTA/SME-ის სტრატეგიის იმპლემენტაციის საკომუნიკაციო კამპანიებსა და ადგილობრივი SME-ების ევროკავშირის ერთიან ბაზარზე წვდომის ამბიციის მხარდაჭერაში. CSO-ების აქტივობების მხარდასაჭერად და განსახორციელებლად 60-მდე პატარა გრანტი გაიცემა და განაწილდება ორგანიზაციებს შორის. რეგრანტინგის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.
ყველაზე აქტიურ და კარგად მომუშავე CSO-ებს შესაძლებლობა ექნებათ შეუერთდნენ „DCFTA-ის ადგილობრივ და ცენტრალურ საკომუნიკაციო საბჭოებს“, რომლის მიზანიც კერძო-საჯარო დიალოგის და CSO-ებს, SME-ებს, ადგილობრივ და ცენტრალურ სამთავრობო პირებსა და საჯარო მოხელეებს შორის თანამშრომლობის წახალისებაა. „DCFTA-ის ადგილობრივი საკონსულტაციო საბჭოები“ DCFTA-ისა და SME-ეს სტრატეგიის იმპლემენტაციასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრის ერთობლივ მექანიზმებს დაადგენს. ის პრობლემები კი, რომელთა გადაწყვეტაც ადგილობრივ დონეზე ვერ მოხდება, „DCFTA-ის ცენტრალურ საკონსულტაციო საბჭოს“ წარედგინება. DCFTA-ის საკონსულტაციო საბჭოების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.
ბოლოს კი, ორი სასწავლო ვიზიტი მოეწყობა ლიტვასა და სლოვაკეთში, იმისათვის, რომ საქართველოს CSO-ებმა, SME-ებმა, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა და საჯარო მოხელეებმა ევროკავშირის ერთიან ბაზარში მონაწილეობის შესახებ პრაქტიკულ მაგალითებსა და მიღებულ შედეგებზე მიიღონ ინფორმაცია. სასწავლო ვიზიტების მიზანია ე,წ. „ნოუ-ჰაუ“-ს და საუკეთესო მაგალითების გაზიარება იმ ქვეყნებისგან, რომელთაც გეგმიური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე ტრანზიციის საქართველოს მსგავსი გამოცდილება აქვთ და რომლებიც წარმატებით შეუერთდნენ ევროკავშირის ერთიან ბაზარს. ამასთანავე, სასწავლო ვიზიტების მიზანი ქართული მხარის მიერ DCFTA/SME-ის სტრატეგიის იმპლემენტაციის წახალისებაც არის. პროექტში ჩართვით დაინტერესებული CSO-ები გთხოვთ, დაგვიკავშირდით:
ელ-ფოსტა: info@georgiadcfta.ge
ტელეფონი: +995579532121.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ პროექტი ორიენტირებულია საქართველოს რეგიონებში და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი CSO-ების მხარდაჭერასა და მათი ჩართულობის წახალისებაზე. ჩვენი აქტივობები, ტრენინგები და რეგრანტინგის შესაძლებლობები სამწუხაროდ, არ არის ხელმისაწვდომი თბილისში დაფუძნებული და მოქმედი ორგანიზაციებისთვის, რომლებიც დედაქალაქის ფარგლებს გარეთ საერთოდ არ მოღვაწეობენ ან შეზღუდული აქტივობები აქვთ. მიუხედავად ამისა, მაინც მოგიწოდებთ რომ დაგვიკავშირდეთ და თანამშრომლობის სხვა შესაძლებლობები განვიხილოთ.