პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციები 
პროექტს ახორციელებს შვიდი ევროპული და ქართული ორგანიზაციისგან შემდგარი კონსოციუმი:

logo_EESC.jpg„აღმოსავლ ევროპის კვლევების ცენტრი“ (EESC, ლიტვა) პროექტის ხელმძღვანელი ორგანიზაციია. ის ვილნიუსში დაფუძნებული და მოქმედი არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის საქმიანობა აღმოსავლეთ ევროპაში, და არა მარტო, პოლიტიკური, მიმდინარე სოციალური და ეკონომიკური პროცესების ანალიზისა და ასევე, ადამიანის უფლებების, დემოკრატიული ღირებულებების და სამოქალაქო აქტივიზმის მხარდაჭერისკენ არის მიმართული. ორგანიზაცია 2006 წელს დაარსდა და მისი მიზანი რეგიონში სოციალური და სამოქალაქო გარემოს გაუმჯობესებაა, ხალხთა შორის კონტაქტებისა და მათი აღმოსავლეთელი მეზობლების შესახებ უკეთ ინფორმირებულობის ხელშეწყობის გზით. ამ მისიას, EESC აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში განვითარებულ სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოვლენებზე მაღალი ხარისხის დამოუკიდებელი ანალიზითა და ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში განვითარების სფეროში თანამშრომლობის პროექტების განხორციელებით აღწევს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.eesc.lt.

logo_ABCO.jpgსაქართველოს „ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია“ („ABCO საქართველო“, საქართველო) 2011 წლის ოქტომბერში, რამდენიმე ადგილობრივი, წამყვანი ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციის მიერ დაარსდა, რათა ერთობლივი ძალებით შეექმნათ ქმედუნარიანი ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ძლიერი ადგილობრივი კავშირი. „ABCO საქართველო“-ს უმთავრესი მიზანია მხარი დაუჭიროს ადგილობრივი მეწარმეობის ზრდასა და არსებული საწარმოებისა და სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაციების განვითარებას, ადგილობრივი SME-ების მენეჯერებისა და ფერმერებისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზრდა-გაზიარების გზითა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროს და სრულიად კერძო ბიზნეს სექტორის დახმარებით, რათა მათ ხარისხის უფრო მაღალ სტანდარტებს მიაღწიონ. მრავალრიცხოვან პროექტებს შორისაა, „ABCO საქართველო“-ს თანამშრომლობა Mercy Corps-თან, პროექტის “ფერმერული კოოპერატივების განვითარება საქართველოს სასოფლო მუნიციპალიტეტებში“ განსახორციელებლად, რომელიც „ევროპის სამეზობლო პროგრამა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის“-ის მიერ არის მხარდაჭერილი. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.abco.ge.

logo_GIP.jpg„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GIP) არის თბილსში დაფუძნებული არაკომერციული, არაპარტიული, კვლევითი და ანალიტიკური ორგანიზაცია, რომელიც 2011 წლის დასაწყისში დაარსდა. GIP საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ორგანიზაციული საფუძვლების გაძლიერებას და კარგი მმართველობის პრინციპებისა და განვითარების ხელშეწყობას ცდილობს, პოლიტიკური კვლევისა და ადვოკატირების გზით. ასევე, იგი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობასა და დემოკრატიული პროცესების განვითარებაში საზოგადოების ჩართულობას უწყობს ხელს. ორგანიზაციის მიზანია გახდეს კვლევებისა და პოლიტიკური ინოვაციების წამყვანი ცენტრი საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში. ამ მხრივ, GIP მუშაობს რომ გამოირჩეოდეს: რელევანტური, შორსმჭვრეტელი კვლევით; ფართო საზოგადოებრივი წვდომით; და პოლიტიკის დისკურსსა და პოლიტიკური დიალოგში ინოვაციური, მტკიცე სულით. 2013 წლის დეკემბრიდან GIP არის „ეუთოს აკადემიური ინსტიტუტებისა და ანალიტიკური ორგანიზაციების ქსელის“ წევრი. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.gip.ge.

logo_GLOBSEC.jpg„გლობსეკის (GLOBSEC) პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GPI, სლოვაკეთი) არის პოლიტიკაზე ორიენტირებული კვლევითი ცენტრი, რომელიც საგარეო პოლიტიკას, უსაფრთხოებასა და საერთაშორისო გარემოს აანალიზებს. GPI GLOBSEC-ის კვლევითი ცენტრია, ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ, სლოვაკეთში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. GLOBSEC-ი 2005 წლიდან ორგანიზებას უწევს „GLOBSEC – ბრატისლავას საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმს“. GPI ორიენტირებულია კვლევებზე, რომელიც გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის, ბიზნეს ლიდერებისა და დაინტერესებული მოსახლეობისთვის არის რელევანტური. მისი მიზანია ხალხს დაეხმაროს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების უკეთ გაგებაში და იმის იდენტიფიკაცია მოახდინოს თუ როგორ შეიძლება, რომ მსოფლიო უფრო გასაგები იყოს ხალხისთვის – უკეთესი პოლიტიკების წარმოების გზით. ასევე, ინსტიტუტის მიზანია მთავრობების დღის წესრიგში ისეთი საკითხების უფრო მტკიცე ჩართვაზე იქონიოს გავლენა, რაც GLOBSEC-ის ორგანიზაციის ღირებულებებია: ლიბერალური და დემოკრატიული წყობა ტრანსატლანტიკურ მსოფლიოში. GLOBSEC-ის პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარები რეგულარულად აქვეყნებენ ანალიზებს, პოლიტიკის დოკუმენტებსა და პუბლიკაციებს, რომლებიც პოლიტიკის სფეროში მიმდინარე გამოწვევებს პასუხობს. მათი კვლევები ოთხ პროგრამას მოიცავს: თავდაცვა და უსაფრთხოება; ენერგეტიკა; ევროპის მომავალი; ევროპის სამეზობლო პროგრამები. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.globsec.org

logo_Intellect.jpgახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“ (საქართველო) არის არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც 1998 წლიდან ფუნციონირებს ბათუმში (საქართველო). იგი წარმოადგენს სპეციალისტების გაერთიანებას, რომლებსაც გათვითცნობიერებული აქვთ საქართველოსა და მისი საზოგადოების წინაშე მდგარი პრობლემები და გამოწვევები და სურთ, რომ ქვეყნის დემოკრატიზაციასა და ეკონომიკურ განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ. „ინტელექტის“ უმთავრესი მიზნებია: სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება/განვითარება; თავისუფალი ეკონომიკის პრინციპების მხარდაჭერა; სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება აჭარაში; ინფორმირებული და პროგრესული ახალგაზრდა ლიდერების თაობის წახალისების მხარდაჭერა; და თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.intellect.org.ge.

logo_Atinatis.jpgასოციაცია „ათინათი“ (საქართველო) 1995 წელს დაარსდა და ის პირველი საზოგადოებრივი, არასამთავრობო ორგანიზაციაა ქალაქ ზუგდიდში. იგი წარმატებულად ფუნქციონირებს უკვე 20 წელზე მეტია და ადამიანებისთვის, საზოგადოებისა და გარემოსთვის პოზიტიური ცვლილებების მოტანას განაგრძობს. „ათინათის“ მისია განათლებული, ტოლერანტული და თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობაა. აღნიშნულ მისიას ორგანიზაცია, დასავლეთ საქართველოში მცხოვრები მოსახლეობისთვის ცნობიერების ამაღლებისა და იმ პროექტების განხორციელების გზით აღწევს, რომლებიც მოქალაქეთა უფლებებისა და მათი ჩართულობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირების საჭიროებებს (რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონის სპეციფიკიდან, მისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე). დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.atinati.org.

logo_Caucasus_Genetics.jpg„კავკასიის გენეტიკა“ (საქართველო) არის კომპანია, რომელშიც გაერთიანებულნი არიან რძის სექტორის ექსპერტები, სელექციონერები და ხელოვნური განაყოფიერების სპეციალისტები. კომპანია დაფუძნდა 2006 წლის დეკემბერში. “კავკასიის გენეტიკამ” საქმიანობა პატარა კომპანიის სახით დაიწყო, რომელიც თავდაპირველად, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს ემსახურებოდა. დღეისათვის კი ის წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს მიმწოდებელს სანაშენე საქმისა და ხელოვნური განაყოფიერების სფეროში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.caucasusgenetics.ge.