პროექტის აქტივოვები
„საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA-ისა და SME-ების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტური მოდელის შექმნა“ პროექტია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კვლევითი ცენტრების კონსოციუმის მიერ ხორციელდება. კონსოციუმს ხელმძღვანელობს „აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრი“ (EESC, ლიტვა) შემდეგ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით: საქართველოს „ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია“ („ABCO საქართველო“, საქართველო), „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GIP, საქართველო), „გლობსეკის (GLOBSEC) პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GPI, სლოვაკეთი), „ათინათი“ (საქართველო), ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“ (საქართველო) და ასოციაცია „კავკასიის გენეტიკა“ (საქართველო). პროექტის განხორციელება 2017 წლის აპრილში დაიწყო. მისი ხანგრძლივობა 24 თვეა. პროექტი ფინანსდება ევროკავშირის „ევროპული სამეზობლო ინსტრუმენტის“ მიერ.
პროექტის საბოლოო მიზანია გააძლიეროს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა (CSO) და ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების (BSO) შესაძლებლობები „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის“ (DCFTA) შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის (SME) განვითარების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის. საწყის ეტაპზე, პროექტის აქტივობები ძირითადად მიმართულია სტატუს-ქვო ანალიზის ჩატარებაზე, იმისათვის, რომ დადგინდეს საქართველოში DCFTA/SME-ის სტრატეგიის იმპელემენტაციის პროცესში არსებული ხარვეზები. აღნიშნული პირველი ფაზა, პროექტის იმპლემენტაციის შემდგომი აქტივობებისთვის საფუძვლის მომზადებისა და ინსტრუმენტების უზრუნველყოფისკენ არის მიმართული, რაც თავის მხრივ, საქართველოს CSO-ებისთვის შესაძლებლობების განვითარებაზე ტრენინგების ჩატარებას ისახავს მიზნად. ტრენინგები საშუალებას მისცემს CSO-ებს, პროექტის იმპლემენტაციის ყველა ფაზაში მისი თანასწორი პარტნიორები იყვნენ. პროექტის განხორციელების ფაზები კი შემდეგში მდგომარეობს: ა) ქვეყნის მასშტაბით DCFTA/SME-ს სტრატეგიის იმპლემენტაციაზე საკომუნიკაციო კამპანიების ჩატარება; ბ) საქართველოს SME-ებისა და საჯარო მოხელეებისათვის ტრენინგებისა და სემინარების ჩატარება; და გ) „ადგილობრივი და ცენტრალური საკონსულტაციო საბჭოების“ საქმიანობის ფორმირება და ორგანიზება. აღსანიშნავია, რომ საბჭოები მსგავსი ტიპის პირველი ფორმატი იქნება, სადაც ადგილობრივი და ცენტრალური სამთავრობო ორგანოების, SME-ების, CSO-ებისა და BSO-ების წარმომადგენლები და აგრეთვე, საერთაშორისო ექსპერტები შეიკრიბებიან. ასევე, საქართველოში DCFTA-ის იმპლემენტაციაზე სტატუს კვო ანალიზი პროექტის საბოლოო შედეგების შესაფასებლად და შემდგომი აქტივობების განსახორციელებლად იქნება გამოყენებული.
პროექტის აქტივობები სამ კონკრეტულ მიზანს ემყარება და ყველა მათგანი საქართველოს CSO-ების როლს უსვამს ხაზს. პროექტის იმპლემენტაციის საწყის ეტაპზე - როგორც მის მონაწილეებს, ხოლო შემდეგ ეტაპზე უკვე - როგორც პარტიორებს:
- CSO-ების როლის ზრდა საქართველოში DCFTA-ის იმპლემენტაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების, ინფორმირებულობისა და მხარდაჭერის თვალსაზრისით;
- შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს CSO-ებისათვის, რათა მათ თავის მხრივ, დახმარება და კონსულტაციები გაუწიონ ადგილობრივ SME-ებს - ევროკავშირის ერთიან ბაზარზე მოიპოვონ წვდომა და ისარგებლონ მისით;
- ყოვლისმომცველ მონიტორინგსა და კონსულტაციაზე დაფუძნებული თანამშრომლობის ჩამოყალიბება საქართველოს სამთავრობო ორგანოებს, CSO-ებს, BSO-ებსა და SME-ებს შორის.
აქტივობები:
აქტივობა 1: მეთოდოლოგიის, გამოკითხვის და საინფორმაციო მასალების მომზადება
აქტივობა ნომერი 1, რელევანტური CSO-ების ინდენტიფიცირებისა და საქართველოს ყველა რეგიონის SME-ების ანალიზისათვის (მათი საქმიანობის არეალი, პოტენციალი და DCFTA-ის შესახებ ინფორმირებულობა) მეთოდოლოგიის შექმნას ითვალისწინებდა. ამ მეთოდოლოგიის გამოყენებით, საქართველოს ყველა რეგიონში მოღვაწე CSO-ებთან და SME-ებთან ჩატარდება გამოკითხვა. 2017 წლის ზაფხულში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები ხელმისაწვდომია აქ.
გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით მომზადდება საინფორმაციო მასალები – მათ შორის DCFTA-ის კომუნიკაციის სახელმძღვანელო, რომელიც მთელი პროექტის განმავლობაში გამოიყენება. პროექტის ამ ეტაპზე, ასევე, შეიქმნება საქართველოს რეგიონებში მოქმედი CSO-ებისთვის ტრენინგების ჩატარების მეთოდოლოგია. DCFTA-ის კომუნიკაციის სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია აქ.
აქტივობა 2: ტრენინგები საქართველოს რეგიონებში მოქმედი CSO-ების შესაძლებლობების გაძლიერებაზე
აქტივობა ნომერი 2, საქართველოს ყველა რეგიონში CSO-ებისთვის შესაძლებლობის გაძლიერებაზე ტრენინგების ჩატარებას ითვალისწინებს. ტრენინგები შეეხება თემას, თუ როგორ უნდა წარიმართოს ეფექტურად DCFTA/SME-ის სტრატეგიის იმპლემენტაციაზე საზოგადოებრივი კამპანიები და როგორ უნდა დაეხმარონ SME-ებს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ექსპორტისთვის მზადებაში.
აქტივობა 3: DCFTA/SME-ის სტრატეგიის იმპლემენტაციის საკომუნიკაციო კამპანია ქვეყნის მასშტაბით
ნომერ მე-3 აქტივობა, ქვეყნის მასშტაბით DCFTA/SME-ის სტრატეგიაზე ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების ჩატარებას თვალისწინებს: ა) საქართველოს SME-ებისთვის; და ბ) ფართო საზოგადოებისთვის. კამპანიებს CSO-ების ტრენინგგავლილი წარმომადგენლები გაუძღვებიან, პროექტის განმახორციელებელი კონსოციუმის კოორდინირებითა და ზედამხედველობით.
აქტივობა 4: სასწავლო ვიზიტები ლიტვასა და სლოვაკეთში
ნომერ მე-4 აქტივობა გულისხმობს, სამიზნე ჯგუფების 10-15 წარმომადგენლის (ადგილობრივი და ცენტრალური სამთავრობო ორგანობიდან, CSO-ებიდან და SME-ებიდან) ერთკვირიან სასწავლო ვიზიტებს სლოვაკეთსა და ლიტვაში, რათა მათ ევროკავშირის ერთიან ბაზარზე წვდომის უკვე არსებულ გამოცდილებებსა და საუკეთესო პრაქტიკებზე მიიღონ ინფორმაცია.
აქტივობა 5: „DCFTA-ის ადგილობრივი და ცენტრალური საკონსულტაციო საბჭოების“ დაფუძნება
აღნიშნული საბჭოების მიზანია საქართველოს SME-ებს, CSO-ებსა და ადგილობრივ და ცენტრლურ სამთავრობო ორგანოებს შორის სტრუქტურირებული კომუნიკაციის დამყარება უზრუნველყოს, რათა SME-ების მოთხოვნებსა და პრობლემებზე ინფორმაცია პირდაპირ მთავრობის დონეზე გადაიცეს და მათგან მოჰყვეს რეაგირება. აგრეთვე, საბჭოები გააგრძელებენ საქართველოში ასოცირების შეანხმების/DCFTA-ის იმპლემენტაციის მონიტორინგსა და საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების ლობირებას, რათა საჭირო კანონმდებლობას გატარდეს პრაქტიკაში და „მაკონტროლებელი ინსტიტუტების კონტროლი“ განხორციელდეს. თავად პროექტის კონსოციუმის როლი საბჭოების შექმნისა და მათი მუშაობის ზედამხედველობისთვის სტრატეგიის მომზადება იქნება. საბჭოებს ორი დონე ექნება: 1) ადგილობრივი საბჭოები – საქართველოს რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში წარმოდგენილი თითო-თითო საბჭოთი; 2) ერთი ცენტრალური საბჭო თბილისში, რომელიც ადგილობრივი საბჭოებისა და შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება. პროექტის მიმდინარეობისას, საბჭოები წელიწადში სამჯერ შეიკრიბებიან, თუმცა, შეხვედრებს პროექტის დასრულების შემდგომაც გააგრძელებენ.
აქტივობა 6: ლიტვაში, სალოვაკეთში, ბრიუსელსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ღონისძიებები ადვოკატირებისთვის
ადვოკატირებისთვის ღონისძიებების ჩატარება გულისხმობს მედიისთვის, CSO-ებისა და ოფიციალური პირებისთვის ბრიფინგების გამართვას, რათა მათ საქართველოში DCFTA-ის იმპლემენტაციის შესახებ პროექტით განხორციელებულ აქტივობებზე, მიღებულ შედეგებსა და საუკეთესო გამოცდილებაზე მიიღონ ინფორმაცია. აღნიშნული ღონისძიებები ლიტვასა და სლოვაკეთში გაიმართება. ასევე, კონსოციუმი ამგვარ ღონისძიებებს ორგანიზებას გაუწევს ბრიუსელში და პროექტის შესახებ ინფორმირებულობას გაზრდის აღმოსავლეთ პარტნიორობის თემატიკასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებაზე.
აქტივობა 7: პროექტის დახურვის კონფერენცია თბილისში
პროექტი ორდღიანი კონფერენციით დაიხურება თბილისში, რომელიც 80-მდე ექსპერტსა და სამიზნე ჯგუფების წარმომადგენელს, მათ შორის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს (საქართველოდან) უმასპინძლებს. კონფერენციის მიზანი იქნება პროექტის მიგნებებისა და შედეგების შეჯამება და ევროკავშირის ერთიან ბაზარზე საქართველოს გაღრმავებული ინტეგრაციის პროცესში, განგრძობითი ქმედებების უზრუნველსაყოფად საჭირო რეკომენდაციების გაცემა.