საბჭოების შესახებ
პროექტის ფარგლებში, საქართველოს ცხრავე რეგიონსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 10 „DCFTA-ის ადგილობრივი საკონსულტაციო საბჭო“ (LAC), ხოლო თბილისში, ცენტრალური გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე, ერთი „DCFTA-ის ცენტრალური საკონსულტაციო საბჭო“ (CAC) შეიქმნება. საბჭოები მუდმივმოქმედი სტრუქტურები იქნება (პროექტის ფარგლებში ინიცირებული და განხორციელებული) და ისინი პროექტის დასრულების შემდეგაც გააგრძელებენს ფუნქციონირებას.

LAC-ები წარმოადგენს რელევანტური SME-ების, CSO-ებისა და ადგილობრივი სამთავრობო ორგანოების წარმომადგენლების ფორმალიზებულ შეხვედრებს, რომელიც რეგულარულად (სულ მცირე წელიწადში სამჯერ) იმ გამოწვევებზე სასაუბროდ და განსახილველად შეიკრიბება, რომლებსაც SME-ები რეგიონებში აწყდებიან. თითეულ შეხვედრას ეყოლება მომხსენებელი, რომელიც დისკუსიას გაუძღვება და იმ რეკომენდაციებსა და პრობლემებზე მიუთითებს, რომელიც SME-ების წარმომადგენლებსა და ადგილობრივ ადმინისტრაციას DCFTA-ის იმპლემენტაციასთან მიმართებით აქვთ. LAC-ების დონეზე განხილვის შემდეგ, აღნიშნული საკითხები გადაეცემა CAC-ს და მათ შეხვედრაზე იქნება განხილული, რომელიც თავის მხრივ, წელიწადში სამჯერ ჩატარდება თბილისში.

CAC-იც ასევე, ფორმალიზებული შეხვედრა იქნება სადაც შეიკრიბებიან: საქართველოს რეგიონებში მოქმედი SME-ების წარმომადგენლები; იმ CSO-ების წარმომადგენლები, რომლებიც ეკონომიკის თემატიკასა და DCFTA-სთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობენ; და იმ სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლები, რომლებიც DCFTA-ის იმპლემენტაციაზე არიან პასუხისმგებელნი, მათ შორის საქართველოს „ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო“, „სოფლის მეურნეობის სამინისტრო“, „რეგიონული განვითარების სამინისტრო“ და „საგარეო საქმეთა სამინისტრო“. CAC-ის შეხვედრებზე წევრები, LAC-ების მიერ რეგიონებში წარმოჭრილ საკითხებსა და მათზე რეაგირების გზებს განიხილავენ, მაგალითად, როგორიცაა კანონმდებლობაში ან აღსრულების ნორმებში ცვლილებები.